მთავარი საზოგადოება სოციალური ქსელი

“ინგა გრიგოლია არის ძ….ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ””

,,ინგა გრილოგია არის ძ….ნა! ხაშურის საკრებულოს წევრი ვარ!!! გავიმეორებ ათასჯერ!!!” – წერს სოციალურ ქსელში ხაშურის საკრებულოს წევრი. პატრიოტთა ალიანსის წარმომადგენელმა ალექსანდრე სიმონიშვილმა ტვ4-ის მიერ გაზიარებულ პოსტზე დაწერა. გრიგოლია უცენზუროდ და ქვეყნის მტრად მას შემდეგ მოიხსენია, რაც ჟურნალისტს გადაცემაში შინაგან სამქეთა მინისტრი ჰყავდა მიწვეული. ამის შესახებ ინფორმაციას QARTLI.GE ავრცელებს.

“მეტრონომი” ცდილობს დაუკავშირდეს ხაშურის საკრებულოს წევრს.

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიას ტელეკომპანია “პირველში” გადაცემაში “რეაქცია” სტუმრად ყავდა მიწვეული შს მინიტრი გიორგი გახარია. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტელეწამყვან გრიგოლიაზე და ამ გადაცემაზე სტატუსი დაწერა, რაზეც ონიანის კომენტარი მოყვა – ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ლევან ონიანის თავდაპირველი განცხადებით, მან გრიგოლიაზე დაწერილ პოსტზე კომენტარში სხვა ინგა იგულისხმა.

ამის შემდეგ ონიანმა გრიგოლიას ბოდიში მოუხადა და სწორედ ამ ბოდიშის პოსტზე, რომელიც TV4-მა დადო,  სვიმონიშვილმა ზემოაღნიშნული კომენტარი დაწერა.

იტვირთბა....