ახალი ამბები ვიდეო მთავარი საზოგადოება

“ჩვენი კულტურის ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა ქალების თანასწორი მოპყრობა – ლევან ონიანი უნდა გადადგეს”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის კომენტარს ეხმაურება, რომელიც ამ უკანასკნელმა ინგა გრიგოლიაზე დაწერილ სტატუსზე დაწერა.

დოლიძე ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ აუცილებელია ონიანმა თანამდებობა დატოვოს.

რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ონიანი უნდა გადადგეს ინგა გრიგოლია Inga grigolia (ინგა გრიგოლია)

Gepostet von ანა დოლიძე Anna Dolidze am Samstag, 13. Juli 2019

შეგახსენებთ, რომ ინგა გრიგოლიას ტელეკომპანია “პირველში” გადაცემაში “რეაქცია” სტუმრად ყავდა მიწვეული შს მინიტრი გიორგი გახარია. ერთ-ერთმა მომხმარებელმა ტელეწამყვან გრიგოლიაზე და ამ გადაცემაზე სტატუსი დაწერა, რაზეც ონიანის კომენტარი მოყვა – ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის. 

აღსანიშნავია, რომ ლევან ონიანის განცხადებით, მან გრიგოლიაზე დაწერილ პოსტზე კომენტარში სხვა ინგა იგულისხმა.

იტვირთბა....