რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარემ ლევან ონიანმა ინგა გრიგოლიაზე დაწერილ პოსტში დააკომენტარა – ინგა ჩივის უკონტაქტო გაუპატიურებისთვის.
“მეტრონომი” რუსთავის საკრებულოს პრესამსახურს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ საკრებულოს თავმჯდომარე სხვა ინგას გულისხმობდა. თავად ონიანის ნომერი კი პრესსამსახურმა არ მოგვცა.
“თუ რამე კითხვა მაქვს ბატონ ლევან ონიანთან, ჯერ ჩემთან უნდა შეათანხმოთ. ინგა გრიგოლიაზე არ დაუწერია კომენტარი. ქალბატონი ინგა გრიგოლია არ უგულისხმია. მის ნომერს ვერ მოგცემთ, თუ რაიმე კითხვა ექნება მასთან მედიას, ჯერ ჩემთან უნდა გაიაროთ საკითხი”, – განაცხადეს საკრებულოში.
შეგახსენებთ, რომ ტვ “პირველის” ეთერში 11 ივლისს გადაცემაში “რეაქცია” ინგა გრიგოლიას სტუმარი შს მინისტრი გიორგი გახარია იყო.