“ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია სოციალურ ქსელში ავრცელებს ვიდეოს და აცხადებს, რომ ეს 20 ივნისს გადაღებული კადრებია.
მელიას მტკიცებით, ხელისუფლება ოპოზიციას შეხვედრას თავაზობდა, რასაც ოპოზიცია დათანხმდა და სწორედ ამ დროს ატეხა ხელისუფლებამ სროლა.
“კადრები, რომელსაც ოცი დღე ვეძებდით!
ამ უწყვეტი კადრებით მთლიანად ნადგურდება ხელისუფლების პროპაგანდა, თითქოს სროლა იმიტომ დაიწყეს, რომ დემონსტრანტები პარლამენტში შეჭრას ვცდილობდით.
პირიქით, ამ უწყვეტ კადრებში ჩანს, რომ ხელისუფლება გვთავაზობდა შეხვედრას, რასაც ჩვენ ვათანხმებდით ხალხთან და სწორედ ამ დროს ატეხა სროლა ივანიშვილ/გახარიამ”, – წერს მელია.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა.
ამავდროულად, სასამართლომ მელიას რამოდენიმე აკრძალვაც დაუწესა. კერძოდ, ნელიას ეკრძალება საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში განცხადებების გაკეთება, საცხოვრებელი სახლის დატოვება, მოწმეებთან კომუნიკაცია. ასევე გადაწყვეტილებით, ნიკა მელიამ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა და პასპორტი საგამოძიებო ორგანოებს უნდა ჩააბაროს.
მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.
პროკურატურამ გირაო სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა.
პრობაციის სამსახურის წარმომადგენლებმა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს, რითაც მასზე ელექტრონული მონიტორინგი განხორციელდება.