ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მგზავრის მოთხოვნის შემთხვევაში, მძღოლი ვალდებულია კონდინციონერი ჩართოს – თბილისის მიკროავტობუსი

კომპანია “თბილისის მიკროავტობუსის” განცხადებით, სამარშრუტო ტაქსის მძღოლებს მითითება აქვთ, რომ მგზავრის მოთხონვნის შემთხვევაში ჩართონ გამაგრილებელი სისტემა.

როგორც “მეტრონომს” “თბილისი მიკროავტობუსის” პრესსამსახურში განუცხადეს, კომპანია ყოველწლიურად 700 000 ლარს ხარჯავს გაგრილების შემთხვევაში.

“ყოველწლიურად კომპანია 700 000 ლარს ხარჯავს გაგრილების სისტემაზე. სამარშრუტო ტაქსიში მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს კონდინციონერის ჩართვა. მძღოლებს დავალება აქვთ, რომ ჩართონ გამაგრილებელი სისტემა. უბრალოდ, მომხმარებელმა უნდა მოითხოვოს. შარშან მაგალითად, შემიძლია გადმოგიგზავნოთ და მოგასმენინოთ, რომ ვიღაცას უნდოდა კონდინციონერი და ვიღაცას არა, მით უმეტეს არამდგრადი ამინდებია და ზოგს უნდა და ზოგს არა. რომ მოითხოვოთ და არ ჩართოს, ეს სხვა საკითხია.

იმ შემთხვევაში თუ მძღოლმა არ ჩართო კონდინციონერი, მგზავრმა უნდა დარეკოს კომპანიაში. თუ მძღოლი შეგნებულად არ რთავს, მაშინ მას ერთკვირამდე ეკრძალება სატრანსპორტო საშუალების მართვა, განმეორებით შემთხვევაში ან მგზავრთან კონფლიქტის შემთხვევაში 1 თვით ეკრძალება სატრანსპორტო საშალების მართვა, ხოლო თუ ამ მძღოლზე საჩივარი პერმანენტულად შემოდის, შესაძლებელია, მძღოლთან კონტრაქტი გაწყდეს”, – განგვიცხადეს მიკროავტობუსში.

იტვირთბა....