aviabiletebi
მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

“მალე საქართველოს მთავრობა კეთილი პუტინის ხატს დაწერს და ოსანას უმღერებენ” – გვარამია

“კეთილი პუტინის” ხატს დაწერს მალე საქართველოს კოლაბორაციონისტი მთავრობა და გუშინ მოქადაგე ფსევდომღვდლები ეკლესიაში შეიტანენ და ოსანას უმღერებენ.

აქ ვართ ახლა და გავაცნობიეროთ. ან ეგენი უნდა დარჩნენ, ან ჩვენ. ან რუსები, ან ქართველები. მესამე არჩევანი არაა. ახლა ხელისუფლების გადანაწილება კი არ ხდება, ქვეყნის გადარჩენის საკითხი დგას.

გავაცნობიეროთ და ვიბრძოლოთ. რა ემბარგო, რა ბორჯომი და ღვინო. სახელმწიფოებრიობა ან გვექნება ან არა – ეს წყდება ამ დღეებში”

aviabiletebi
ავიაბილეთები

ნიკა გვარამია – რუსთავი2-ის გენერალური დირექტორი

სოციალური ქსელი

შეგახსენებთ, რომ სანქციებთან და გიორგი გაბუნიას მიმართვასთან დაკავშირებით გუშინ, პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა და აღნიშნა, რომ ქართველი ხალხის პატივისცემის გამო საქართველოს სანქციებს არ დაუწესებდა.

“რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

 

იტვირთბა....