ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიდი პატივია” – პუტინი გაბუნიას განცხადებაზე პირველ კომენტარს აკეთეს

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“  ავრცელებს.

პუტინის  კომენტარი გიორგი გაბუნიას განცხადებაზე კი ასეთი იყო:

„ერთი ვიღაც გამოვიდა, რაღაც დააბრეხვა, თითქოს ვიღაც ყოფილიყო. მის შესახებ ადრე არავინ არაფერი იცოდა, ახლა კი ყველა მასზე ლაპარაკობს. ამ მხრივ მან თავისას მიაღწია. მას უფლებამოსილება შეუწყვიტეს ორი თვით და წავიდა დასასვენებლად. მერე მივა და სამსახურს შესთავაზებენ. მაგრამ არიან ადამიანები საქართველოში, რომლებიც ამის წინააღმდეგ პროტესტს გამოხატავენ. “დიდი პატივია“ მისთვის ასეთი სისხლის სამართლის საქმის აღძვრა. მომავალშიც გააშუქოს“ – აღნიშნა პუტინმა.

სანქციებთან დაკავშირებით დღეს, პირველი კომენტარი გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა.

შეგახსენებთ, “რუსთავი 2”-ის ჟურნალისტმა გიორგი გაბუნიამ, პირდაპირ ეთერში რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უცენზუროდ მოიხსენია, რასაც საზოგადოებაში პროტესტი მოჰყვა. მედიაკომპანიის წინ ხალხი შეიკრიბა, რომლებიც გაბუნიას სათანადოდ დასჯას მოითხოვდნენ. არხის გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ აქციას ხელისუფლების მიერ დაკვეთილი უწოდა და განაცხადა, რომ საპროტესო ტალღა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგაა მიმართული. მოგვიანებით მან ეთერი გათიშა, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ, მაუწყებლობა აღდგა.

იტვირთბა....