ახალი ამბები მთავარი მსოფლიო საზოგადოება

პუტინი საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს

რუსული სააგენტო „რია ნოვოსტი“ ინფორმაციით, ვლადიმერ პუტინი აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ სანქციების დაწესებას საჭიროდ არ მიიჩნევს, ქართველი ხალხის მიმართ პატივისცემის გამო.

„მე არ გავაკეთებდი ამას ქართველი ხალხისადმი პატივისცემის გამო“, – აღნიშნა რუსეთის პრეზიდენტმა.

რუსეთის პრეზიდენტის თქმით, საქართველოში ანტირუსული განწყობები ღვივდება იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც არ იციან ისტორია და საბოლოოდ საქართველოს ზარალს აყენებენ.

ამასთან, რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ მიიჩნევს საჭიროდ ქართველი ჟურნალისტის, გიორგი გაბუნიას წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის აღძვრის მოთხოვნას.

„დიდი პატივია“, – აღნიშნა პუტინმა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთის სათათბირომ საქართველოსთვის ახალი ეკონომიკური სანქციების დაწესებას მხარი დაუჭირა – 416 მომხრე, არც ერთი წინააღმდეგი.

იტვირთბა....