ბიზნესმენი ლევან ვასაძე, ჯვრით ხელში, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, ხელში, მხარდამჭერებთან ერთად მივიდა.
ისინი მოითხოვენ, საქართველოში „პრაიდი“ არ ჩატარდეს.
„არანაირი „პრაიდი“ საქართველოში არ ჩატარდება. რადგან იყო დაანონსებული, რომ ამ შენობასთან აპირებდნენ დღეს დილით შეკრებას, მოვედით. ჩვენ არ დავიღლებით და არასდროს დავიხევთ უკან. აქედან კი მივდივართ ვერის ბაღში. იქ მოვა ჩვენი უამრავი მხარდამჭერი. დაველოდებით „პრაიდის“ ადგილს და დროს, სადაც არ უნდა იყოს, დავიძრებით და არ ჩავატარებინებთ“, – აღნიშნა ვასაძემ.
შეგახსენებთ, 20 ივნისს, თბილისი პრაიდის მიერ დაგეგმილი „ღირსების მარში“ ქვეყანაში განვითარებული მოვლენების გამო გადაიდო გუშინ კი ორგანიზატორებმა დაანონსეს, რომ მარში დღეს, 8 ივლისს ჩატარდებოდა.
ამ წუთებში, სასულიერო პირები პარლამენტთან იმყოფებიან.