რუსმა პოლიციელებმა მოსკოვში საფრანგეთის სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლებს საქართველოს მოქალაქე, სევდინ ბროიანი, გადასცეს. გამოცემა „რია ნოვოსტის“ ცნობით, ამის შესახებ რუსეთის შსს-ს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ირინა ვოლკმა, ისაუბრა.
„ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, დაკავებულია აქტიური დაჯგუფების 21 აქტიური მონაწილე, რომელსაც ფიგურანტი მეთაურობდა. გარდა ამისა, ამოღებულია იარაღი, მიტაცებული ქონება და დაახლოებით 60 ათასი ევრო, რომელიც აღნიშნულ კრიმინალურ ჯგუფს ეკუთვნოდა“ , – აღნიშნულია რუსეთის შსს-ში.
ცნობისათვის, სევდინ ბროიანი რუსეთის ტერიტორიაზე 2018 წლის აპრილში დააკავეს.