„ის, რაც ვნახეთ, სამაჯურის ფორმატის გამოყენება მსოფლიო საპარლამენტო ისტორიას არ ახსოვს. დაუჭერიათ დეპუტატები, მაგრამ მათთვის საუბარი, ორატორია, აზრის გამოხატვა არ აუკრძალავთ. არ დაუყენებიათ სამაჯური, რომელიც ამავდროულად არის მოსასმენი და არ დაურღვევიათ უფლება დეპუტატისა. შესაბამისად, მე ვთვლი, არ არის საკმარისი საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვა, რომელიც ივანიშვილის ყურმოჭრილი მონაა და წლობით გრძელდება მათთვის უინტერესო საქმეების განხილვა. აუცილებელია მსოფლიო პარლამენტარიზმის ფეხზე დაყენება, პარლამენტის მსოფლიო გაერთიანებისთვის მიმართვა და ყველა დემოკრატიული ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოებზე მიმართვის გავრცელება, რათა მათ გამოხატონ ერთიანი მსოფლიო პროტესტი იმაზე, რაც ხდება. საკონსტიტუციო სასამართლო ინტერესდება მხოლოდ იმ საკითხებით, რომელიც აინტერესებს ივანიშვილს. სასამართლო არის ხელისუფლების კრიმინალური სტრუქტურა, რომელიც ხელისუფლების შეცვლასთან ერთად უნდა წავიდეს პოლიტიკურ მოუსავლეთში”.
შალვა ნათელაშვილი, ლეიბორისტული პარტიის ლიდერი