ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

“აშშ-ს საელჩოში ყველა ბედნიერი ვართ, რომ ზაფხულს საქართველოში ვატარებთ” – ელიზაბეტ რუდი

ამერიკის საელჩოში ყველა ძალიან ბედნიერი ვართ, რომ ზაფხულს საქართველოში ვატარებთ და ყველას ამისკენ მოვუწოდებთ! – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ელიზაბეტ რუდმა, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

მისი თქმით, დიდი პატივია ამერიკის დამოუკიდებლობის აქ აღნიშვნა.

„დიდი პატივი და სიამოვნებაა ამ დღის პრემიერ-მინისტრ მამუკა ბახტაძესთან, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძესთან და ყველა გამორჩეულ მეგობარსა და სტუმართან ერთან აღნიშვნა. ჩვენ ასევე აღვნიშვნავთ „აპოლო 11“-ის 50-ე დაბადების დღეს, რომელმაც ადამიანს მთვარეზე ფეხის დადგმის საშუალება მისცა. ეს იუბილე ჩვენ გვახსენებს ყველა საოცარ რამეს, რისი გაკეთებაც შეუძლიათ ერებს, როდესაც ისინი თავისუფალი, დემოკრატიულია და ერთად მუშაობენ.

აშშ გააგრძელებს საქართველოს გვერდზე ყოფნას”, – განაცხადა რუდმა.

იტვირთბა....