პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, რომლის სკამიც რუსმა დეპუტატმა სერგეი გავრილოვმა დაიკავა, ამბობს, რომ ყველაფერი, რაც პარლამენტში ხდება პასუხისმგებლობა თავმჯდომარეს ეკისრება.
მისი თქმით, გადადგომის შესახებ მივლინების დროს ვერ განაცხადებდა, ქვეყანაში კი უახლეს დღეებში დაბრუნდა. მან განმარტა, რომ რუსი დეპუტატის მხრიდან ფოტოს გადაღებაც იყო პროვოკაციული ნაბიჯი.