“რბილად რომ ვთქვათ უხერხულია სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას საერთაშორისო პარტნიორების ”მითითებით” რომ ხსნით. ამით კიდევ ერთხელ აღვიძებთ რუსულ ძალებს, ”ამერიკის მონებიო”, ამას რომ გვაბრალებენ
სინამდვილეში ყველაფერი მარტივია: ხელუისუფლება იმედოვნებდა რომ პარლამენტში. გუშინდელი სამარცხვინო სცენის შემდეგ , მელიას დაცვაზე უარს იტყოდნენ ახალგაზრდები რუსთაველზე, ოპოზიციაში იქნებოდა უთანხმოება და საპროტესტო ვნებები დაცხრებოდა. შესაბამისად დასრულდებოდა აქციები გახარიას გადადგომის მოთხოვნით. ნუ გვავიწყდება, რომ 2012 წლიდან დღემდე ყველაფრის დაშლა და დასუსტება ბიძინა ივანიშვილის ვნებაა, რომელიც მას აქამდე უნარჩუნებს ძალაუფლებას.
.
მაგრამ როგორც ვნახეთ ასე არ მოხდა. მელია ბევრად უფრო ჭკვიანი აღმოჩნდა ვიდრე ჩვენს მიერვე ბრძენად მონათლული ივანიშვილი (თავისი ტრიუკებით) – ის არ მივიდა მიტინგზე და არ შეუშალა ხელი აქციას, გაითვალისწინა რა რომ თავისი მისვლით დაანგრევდა ამ ჯერ კიდევ ძალიან მყიფე სამოქალაქო ერთობას.
ასეთ სიტუაციაში სასწრაფოდ გათამაშდა სიუჟეტი ობიექტურ სასამართლოზე. თუმცა რა თქმა უნდა, დარწმუნებული ვარ, ბიძინა ივანიშვილზეც კი – როგორც წიგნიერ, ნიცშეს მოყვარულ კაცზე – იმოქმედა გუშინდელმა სცენამ პარლამენტში. იფიქრა ალბათ ბატონმა ბიძინამ, 92 მონა საშიშია, რადგან მონების ნდობა არ შეიძლება. მითუმეტეს, უნიჭო მონებისაო:)
თავიდანვე როგორ ვერ მიხვდით ამას, ბატონო ბიძინა, პატარაშალვების იმედზე როგორ იყავთ?”
კინომცოდნე გოგი გვახარია; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ ნიკა მელიას სასამართლომ გირაო შეუფარდა.
მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.
პლენარულ სხდომაზე კი “ნაციონალური მოძრაობის” წევრ ნიკა მელიას დეპუტატის მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მას მოეხსნა იმუნიტეტი. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.
გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.
პროკურატურამ მელიას თაობაზე აღკვეთის ჩანიშვნაზე სასამართლოს ცოტა ხნის წინ მიმართა.