ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ბიძინა გეგიძე – რეგისტრაცია არ გავიარე, რადგან არ მსურდა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისთვის დამეჭირა მხარი

“ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნას არ დავუჭირე მხარი, რადგან მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკურად წამგებიანი გადაწყვეტილებაა”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ბიძინა გეგიძემ “მეტრონომს” განუცხადა.
​​
შეკითხვაზე, როგორ შეხვდნენ “ქართული ოცნების” წევრები მის ამ გადაწყვეტილებას, დეპუტატმა გვიპასუხა, რომ პოლიტიკოსი გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარით ფასდება.

“რეგისტრაცია არ გავიარე, რადგან არ მსურდა, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნისთვის დამეჭირა მხარი, მიმაჩნია, რომ ეს პოლიტიკურად წამგებიანი გადაწყვეტილებაა. არ არის ეს გადაწყვეტილება სასიკეთო არც ხელისუფლებისთვის, არც ოპოზიციისთვის, არც დღეს არსებული რეალობისთვის. პოლიტიკური მოცემულობიდან გამომდინარე, ეს არ არის მომგებიანი არავისთვის. ყველა პოლიტიკოსს უნდა ჰქონდეს გადაწყვეტილების მიღების უნარი, ეს იქნება საუბრები თუ დისკუსია, პოლიტიკოსი იმით ფასდება, რომ აქვს გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი”. – განაცხადა ბიძინა გეგიძემ.

შეგახსენებთ, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით, პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.

15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებას მხარი დაუჭირეს.

პლენარულ სხდომაზე კი მას მანდატი შეუჩერეს და შესაბამისად, მოეხსნა იმუნიტეტიც. 91 მომხრე და არც ერთი მოწინააღმდეგე – ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

გთავაზობთ იმ 91 დეპუტატის სიას, ვინც ნიკა მელიასთვის დეპუტატობის მანდატის შეჩრებას მხარი დაუჭირა.

მელიას მანდატის შეჩერებას მხარი არ დაუჭირეს რომან კაკულიამ და მარიამ ჯაშმა. ბიძინა გეგიძემ კი რეგისტრაცია არ გაიარა.

 

იტვირთბა....