პარლამენტის დეპუტატი გედევან ფოფხაძე პლენარულ სხდომაზე ნაციონალური მოძრაობის წევრის ნიკა მელიას დეპუტატის მანდატის შესაძლო შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ ის ამ გადაწყვეტილებას არ დაუჭერს მხარს.
შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების მხარი დაუჭირეს.
ამ წუთებში პარლამენტში მიმდინარეობს პლენარული სხდომა, სადაც გაიმართება კენჭისყრა და საბოლოოდ გადაწყდება შეუჩერდება თუ არა მელიას დეპუტატის მანდატი.