ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

სალომე ზურაბიშვილმა აქციის ღამეს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის მედიკოსები ღირსების მედლებით დააჯილდოვა

სალომე ზურაბიშვილმა ღირსების მედლები გადასცა სასწრაფო სამედიცინო სამსახურის უფროსსა და ექიმებს, რომლებმაც 20 ივნისს რუსთაველის გამზირზე, აქციაზე დაშავებულ ადამიანებს გადაუდებელი ოპერაციები ჩაუტარეს.

ღირსების მედლები გადაეცათ „რეგიონული ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ რევაზ ომიაძეს, „ნიუ ჰოსპიტალის“ ქირურგ-ოფთალმოლოგ მარიამ გოლოვაჩოვას, თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორ მაკა გვარამიასა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის მოადგილე სოლომონ როსტომაშვილს.

1tv
იტვირთბა....