ბატონმა რომან გოცირიძემ თქვა გუშინ და ზუსტად ვიცი, რომ თმის ღერი არ ჩამომივარდება თავიდან, – ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა ნიკა მელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
“რა მოლოდინი უნდა მქონდეს, მთელ ქვეყანას აქვს საშუალება თვალი ადევნოს იმას რაც ხდება. ამას სახელს არ დავარქმევ, რადგან ყველა თავისთვის გააკეთებს დასკვნას. შემაშფოთებელი და თვალხილულია რატომ კეთდება ეს ყველაფერი გაშმაგებულად. ეს არ კეთდება ბიძინა ივანიშვილისთვის – ის არ არის აქ მთავარი საკვანძო ფიგურა. პუტინის ხელის ბიჭი ბიძინა ივანიშვილი და მონურ მორჩილებაში მყოფი ადამიანები ხედავთ რასაც აკეთებენ. აუცილებლად შევდივარ სესიაზე”, – განაცხადა მელიამ.
შეგახსენებთ, რომ მელიას იმუნიტეტის მოხსნის მოთხოვნით პარლამენტს პროკურატურამ მიმართა.
15 ხმით, 4-ის წიანაღმდეგ, საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გაერთიანებული კომიტეტების სხდომაზე ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერების მხარი დაუჭირეს.