რუსეთის დელეგაციის უფლებების აღდგენა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში გასაჩივრდა. ამისთვის საჭირო იყო 30 პარლამენტარის ხელმოწერა 5 სახელმწიფოდან. საბოლოო კენჭისყრა 26 ივნისს გაიმართება. იტყობინება სააგენტო „ტასი“.
შეგახსენებთ, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ დაამტკიცა რეზოლუცია, რომლითაც რუსეთის დელეგაციას ორგანიზაციაში დაბრუნების შესაძლებლობა მიეცა.