ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების საშუალებას აძლევს

ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც რუსეთის დელეგაციას დაბრუნების და ზაფხულის სესიაში მონაწილეობის საშუალებას აძლევს. რუსეთის დელეგაცია უკვე ჩავიდა სტრასბურგში, რათა საპარლამენტო ასამბლეის ივნისის სესიაში მიიღოს მონაწილეობა. ინფორმაციას “პირველი არხი” ავრცელებს.

შესაბამის დოკუმენტს მხარი დაუჭირა ასამბლეის 118 წევრმა, 62 წინააღმდეგი იყო, 10-მა კი თავი შეიკავა. მანამდე ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრებმა რეზოლუციის პროექტში შესატანი 220-ზე
მეტი შესწორება განიხილეს, თუმცა ასამბლეამ თითქმის არც ერთ მათგანს მხარი არ დაუჭირა. დოკუმენტთან დაკავშირებული დებატები სტრასბურგში ცხრა საათზე მეტ ხანს გრძელდებოდა.

დოკუმენტის სახელწოდებაა „ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებისა და ხმის მიცემასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღების პროცესის გაძლიერება“. რეზოლუცია ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში უფლებამოსილებასა და ხმის უფლებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებების მიღების პროცესის ცვლილებას ეხება. რეზოლუციის ავტორია რეგლამენტის კომიტეტის ხელმძღვანელი, ბელგიელი სოციალისტი დეპუტატი პეტრა დე სუტერი.

რეზოლუციის ტექსტის თანახმად, ასამბლეაში და მის ორგანოებში წევრთა ხმის მიცემის, საუბრისა და წარმომადგენლობის უფლება არ უნდა იყოს შეჩერებული.

რუსეთის დელეგაციას 2014 წელს ყირიმის უკანონო ანექსიის გამო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე ხმის უფლება ჩამოართვეს, რის შემდეგაც რუსეთმა ევროსაბჭოში საწევროს გადახდა შეწყვიტა.

წყარო: “პირველი არხი

იტვირთბა....