“ვფიქრობ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს, წინააღმდეგობა, დაუმორჩილებლობა და ამათი არსებობაც უნდა დამთავრდეს, მინიმუმ ქართულ პოლიტიკაში. არჩევნები წელსვე უნდა ჩატარდეს, ხალხი თავისი შვილების თვალების დამთხრელთა არსებობას 2020 წლამდე ვერ აიტანს. ორი სასესიო სეზონი საკმარისია ამ ცვლილებებისთვის. ეს ნაბიჯი იძულებით გადადგეს, ამას ჩვენი ახალგაზრდობის სიცოცხლის გაწირვა დაჭირდა. ნულ პროცენტიანი ბარიერი ნიშნავს იმას, რომ ჩვენ პარლამენტს კი არა, დამფუძნებელ კრებას ავირჩევთ. ბარიერი ნიშნავს იმას, რომ პარლამენტში ირჩევ ხალხს, უბარიერო სისტემა დამფუძნებელი კრებაა. არის 92 წლის სიტუაცია, როდესაც სახელმწიფო გადატრიალების შემდეგ ცალკეული შეიარაღებული ფორმირებების ნარჩენები მასობრივად შეიყვანეს პარლამენტში”
ასე ეხმაურება ბრიფინგზე “ლეიბორისტული” პარტიის ლიდერი პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, სადაც ივანიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ არჩევნები პროპორციული სისტემით, ნულოვანი ბარიერის პირობებში ჩატარდეს.