ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“სამოქალაქო მოძრაობამ” რეზინის ტყვიების აკრძალვის მოთხოვნით პეტიცია შექმნა

დაუშვებელია მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევა იმდაგვარი იარაღით, რომელიც გამოიწვევს ადამიანების დასახიჩრებას ან სიკვდილს. იარაღის ინსტრუქციაში პირდაპირ მითითებულია, რომ მისი გამოყენება ადამიანის წინააღმდეგ, იწვევს სასიკვდილო ჭრილობებს. – “სამოქალაქო მოძრაობამ” რეზინის ტყვიებით საპროტესტო აქციის დაშლის აკრძალვის შესახებ პეტიცია შექმნა. ჯამში, 20 000 ხელმოწერის შეგროვებაა საჭირო.

“პოლიციის შესახებ კანონის მე -12 მუხლი, ადგენს იმ სპეციალური საშუალებების ჩამონათვალს, რომელიც შესაძლებელია იქნას გამოყენებული მშვიდობიანი დემონსტრაციების დროს. ამ ჩამონათვალში, არსადაა ნახსენები რეზინის ტყვიების გამოყენების შესაძლებლობა. როგორც ჩანს, კანონში არსებული ჩანაწერი – არალეტალური იარაღი, პოლიციის მხრიდან აღქმულია როგორც რეზინის ტყვიების მომიტინგეების საპირისპიროდ გამოყენების შესაძლებლობა. აქედან გამომდინარე, აუცილებელია კანონში გაჩნდეს პირდაპირი აკრძალვა, ამდაგვარი იარაღის გამოყენების თაობაზე.

მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ შეიკრიბოს პარლამენტის რიგგარეშე სხდომა და ცვლილებები შევიდეს პოლიციის შესახებ კანონში. პირდაპირ აიკრძალოს, რეზინის ტყვიების მეშვეობით საპროტესტო აქციების დაშლა.” – ნათქვამია პეტიციაში.

შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს, აქციის დარბევის დროს, სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიების შედეგად აქციის რამდენიმე მოქალაქემ თვალი დაკარგა.

იტვირთბა....