ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

პარლამენტთან აქციაზე გიგი უგულავას ბოთლები ესროლეს

„წადი, წადი“ – ასე უყვიროდნენ “ევროპული საქართველოს” ერთ-ერთ ლიდერს, გიგი უგულავას აქციის მონაწილეები პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე. ისინი ითხოვდნენ, რომ მას დემონსტრაცია დაეტოვებინა.

ტელეკომპანია “იმედმა” მოახერხა ამ ფაქტის დაფიქსირება პირდაპირ ეთერში. კადრში ჩანს, აქციის რამდენიმე მონაწილე უგულავას როგორ ესვრის ბოთლებს.

აღნიშნული ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, როდესაც გიგი უგულავა სატელევიზიო ჩართვას აპირებდა. აქციის მონაწილეები პოლიტიკური პარტიის ლიდერებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პარტიული შინაარსის განცხადებებისგან.

იტვირთბა....