პოლიტიკური გაერთიანება “გირჩის” ლიდერი ზურა გირჩი ჯაფარიძე, გუშინ პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებს ეხმაურება.
მისის განცხადებით 2020 წელს იძინა ივანიშვილის არჩევნების გზით უნდა წავიდეს.
“1. კობახიძე უნდა წავიდეს
2. გახარია უნდა წავიდეს
3. ბახტაძე უნდა წავიდეს
4. ნებისმიერი თანამდებობაზე მყოფი ნაბიჭვარი, რომელიც გუშინდელ ღამეს გააპრავებს დღეს და/ან ამ დღეებში, უნდა წავიდეს
5. ყველა ის პოლიციელი უნდა დაისაჯოს, ვინც ადამიანებს თვალები დათხარა და/ან მიზანმიმართულად ასახიჩრებდა (ახლავე და არა ‘გამოძიება დაწყებულია’ რეჟიმში)
6. 2020-ში არჩევნები უნდა ჩატარდეს სრულად პროპორციული სისტემით
ეს მოთხოვნები მაქვს მე, ზურა გირჩი ჯაფარიძეს
ამ მოთხოვნების შესრულებამდე ვიდგები ქუჩაში
ვიდგები ჩუმად როგორც გუშინ, არაფერი მაქვს ამის გარდა ტრიბუნიდან საყვირალი
მკიდია რომელი პოლიტიკოსი რას გააკეთებს, რაზე წავა მიკროფონის ხელში ჩასაგდებად, რა სისულელეებს ილაპარაკებს და რას მოელაპარაკება ხელისუფლებას კარს უკან – არავინ არ წარმომადგენს
მე ამ მოთხოვნებით ვმოძრაობ 2020-ის ოქტომბრამდე
2020-ში ბიძინა უნდა წავიდეს” – წერს სოციალურ ქსელში ზურა გირჩი ჯაფარიძე.
შეგახსენებთ, რომ გუშინ საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვებოდა.
პარლამენტის წინ საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა. აქციის მონაწილეები სერგეი გავრილოვის პარლამენტის სავარძელში ყოფნასადა ფორუმის სპიკერობას აპროტესტებენ.
1. კობახიძე უნდა წავიდეს2. გახარია უნდა წავიდეს3. ბახტაძე უნდა წავიდეს4. ნებისმიერი თანამდებობაზე მყოფი ნაბიჭვარი,…
Gepostet von Zurab Girchi Japaridze am Freitag, 21. Juni 2019