ახალი ამბები მთავარი სოციალური ქსელი ციტატა

ზურაბიშვილი – რა მართლმადიდებლური კავშირი შეიძლება, არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპანტია და ებრძვის რელიგიას

„მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეა???? რას ნიშნავს? რა მართლმადიდებლური კავშირი და ურთიერთობა შეიძლება, არსებობდეს ჩვენ და იმ ქვეყანას შორის, რომელიც არა მხოლოდ ჩვენი  ქვეყნის ტერიტორიების ოკუპანტია, არამედ ებრძვის რელიგიასაც და ყველა ქრისტიანულ წესს, რომელიც კრძალავს – გუშინწინდელი მაგალითი გრემისხევში- ქართველ და ოს ქრისტიანთა ხატთან ერთობლივ მისვლას და ლოცვას, საკუთარ დედ-მამის საფლავების კურთხევას, აფხაზეთის ქართული ეკლესიების აღდგენას!!!

აქ მართლმადიდებლური არც არაფერია! რუსეთისთვის ჩვეულებრივი ხერხი, ესე იგი პოლიტიკურ მიზნებისთვის გამოყენებული რელიგია! და თუ ეს ასეა, ამ პოლიტიკურ თამაშს რატომ ვთამაშობთ ჩვენც?“

ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი  პარლამენტში მიმდინარე მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალურ სესიას, რომელსაც რუსეთის დუმის კომუნისტური პარტიის წევრი სერგეი გავრილოვი უძღვება.

იტვირთბა....