“მიუღებლად მიგვაჩნია და ვემიჯნებით აგრესიის შემცველ განცხადებებს, როგორც მოძღვრებისაგან, ისე მრევლისაგან. მოვუწოდებთ სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება”
ამის შესახებ საპატრიარქოს განცხადებაშია ნათქვამია, რომელიც ე.წ. ლგბტქ პრაიდთან დაკავშირებით გავრცელდა;
შეგახსენებთ, რომ 18-23 ივნისს დაგეგმილი იყო “თბილისი პრაიდის” ჩატარება, რომლის ფარგლებში სხვადასხვა სოციალური, კულტურული და პოლიტიკური ღონსიძიება იყო დაგეგმილი.
ამის შემდეგ, საპატრიარქომ გააკეთა განცხადება და ხელისუფლებას მოუწოდა, რომარ დაეშვა ე.წ. გეი-პრაიდის ჩატარება.
საპატრიარქოს ამ მოწოდების შემდეგ “თბილისი პრაიდის” ორგანოზატორებმა იმდღესვე გადაწყვიტეს აქციის ჩატარება. აქციის პარალელურად ბიზნესმენი ლევან ვასაძისა და მისი თანამოაზრეების კონტრაქცია გაიმართა. მთავრობის ადმინისტრაციასთან სიტუაცია რამდენჯერმე დაიძაბა, ორ აქციას ერთმანეთისგან პოლიციის კორდონი ყოფდა.
საბოლოოდ, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა პოლიციის კორდონის თანხლებით დატოვეს მთავრობის ადმინისტრაციის მიმდებარე ტერიტორია. კონტრაქციიდან კი 28 პირი დააკავეს.
აღსანიშნავია, რომ კონტრაქციის მონაწილეებმა რამდენიმე ჟურნალისტს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს.
ამის შემდეგ ლევან ვასაძემ ვერის ბაღში თანამოაზრეებთან ერთად აქცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ სახალხო რაზმების ჩამოყალიბებას იწყებს და არ დაუშვებს თბილისში ე.წ. გეი-პარადის ჩატარებას. აღსანიშნავია, რომ ვასაძის ამ განცხადებაზე შსს-მ გამოძიება დაიწყო.
17 ივნისს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილეებსა და “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებს შორის შეხვედრა გაიმართა. სახალხო დამცველის განცხადებით, შსს-ს პოზიციაა, რომ პრაიდი არ ჩატარდეს. ლომჯარიას განცხადებით, შსს ღია სივრცეში უსაფრთხოების გარანტიებს ვერ იძლევა.
მიუხედავად ამისა, “თბილისი პრაიდის” ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს, რომ პრაიდი მაინც გაიმართება.
19 მაისის განცხადებით, საპატრიარქო მოუწოდებს სასულიერო პირებს, თავი შეიკავონ თვითნებურად გამართული ბრიფინგებისაგან, შეუთანხმებელი საჯარო განცხადებებისა და ისეთი ქმედებებისგან, რომელიც ქრისტიანულ სწავლებას ეწინააღმდეგება.