“ერთადერთი, რაც მოგვეწონა კალაძის ინიციატივებიდან, იყო ღამის ცხოვრების წახალისების ხელშეწყობა, რომელიც ხელისუფლების დახმარების გარეშეც ვითარდებოდა და ვიწრო, კლუბური ცხოვრების სეგმენტით შემოიფარგლებოდა. დაინიშნა მერიაში ”ღამის ეკონომიკის მინისტრი”, შეიქმნა ბიუროკრატია თავისი ხელფასებით, იტრაბახეს, იპიარეს და ბოლოს ყველაფერი გლდანი-ვარკეთილის ღამის ავტობუსის დანიშვნით დამთავრდა.
სადაც პირადი ფულის შოვნის ინტერესი არაა, იქ არაფერი კეთდება. ხრუშოვკებს ჩავანაცვლებთო და გაჩნდა მიწებიც და ფულიც. ტაქსების გადაღებვა მათი იძულებით მოძრავ რეკლამად გამოსაყენებლად და საღებავების შემოსატანად რომ იყო ჩაფიქრებული, ამიტომ იკლავენ თავს.
მერიაში სიზმრების მინისტრიც ყოფილა. ცხადად არ ჩანს, მხოლოდ შეიძლება დაგესიზმროთო. ხელფასს კი იღებს. ცხადად, რა თქმა უნდა”.
რომან გოცირიძე, ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე