ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ხუხაშვილი – ხელისუფლებას არ სურს, რომ საპატრიარქოსთან ძლივს დალაგებული ურთიერთობა აერიოს,

მე დრამატიზირების მომხრე არ ვარ. გასაგებია, რომ ძალიან არასასიამოვნო და არაჯანსაღია ის, რაც ახლა ხდება. ესკალაციის უკან პოლიტიკური კონტექსტი დგას, რომელსაც ყველა მხარე ითვალისწინებს და მათ შორის, ხელისუფლებაც, – ასე ეხმაურება “მეტრონომთან” საუბრისას პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი ბოლოდროინდელ მოვლენებს, რომელიც “თბილისი პრაიდს” უკავშირდება და მათ შორის, ბიზნესმენ ლევან ვასაძის ძალადობრივ მოწოდებებსაც.

ხუხაშვილის განცხადებით, ქვეყანაში არსებობს კანონი და მას უნდა დაემორჩილოს ყველა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში, ხელისუფლებამ უნდა იზრუნოს, რომ კანონგარეშე ქმედებები აღკვეთოს.

“სამწუხაროა, რომ ასეთი მსოფლმხედელობრივი საკითხები პოლიტიკის ნაწილი ხდება და საკმაოდ ვიწრო ინტერესების სამსახურში ხდება. ხელისუფლებას არ სურს, რომ საპატრიარქოსთან ძლივს დალაგებული ურთიერთობა აერიოს, სხვხა ყველაფერს თავი რომ დავანებოთ. ასეთ იწილო-ბიწილოში ვართ. ხელისუფლების მდგომარეობა საკმაოდ რთულია გამომდინარე იქიდან, რომ საოზგადოებასთან საუბრის არგუმენტი აღარ დარჩათ, საპატრიარქოსთან დაიწყეს ფლირტი. ამ ყველაფერს წყალში ხომ არ გადაყრიან და ცდილობენ, არც მწვადი დაწვან და არც შამფური. თუმცა, ვითარება მარტივია, არსებობს კანონი და კანონის შესაბამისად უნდა იქცეოდეს ყველა. თუ კანონი არ მოგწონს, მაშინ მის შეცვლას უნდა ეცადო”, – აცხადებს ხუხაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლევან ვასაძის განცხაებით, თბილისში პატრულირებას სახალხო რაზმები დაიწყებენ. მათ ექნებათ ქამრები და კომბლები.

ამ და ვასაძის სხვა განცხადებების საპასუხოდ შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.

იტვირთბა....