„მინდა, გავაფრთხილო ჩვენი საყვარელი პოლიციელები, არაფერი შეგეშალოთ ძმებო. თუ თქვენს ხელმძღვანელობას ჭკუა არ ეყო და მაინც დაგაყენეს იქ, ამ კორდონების დარღვევისას ღმერთი არ გაგიწყრეთ და არ დაუწყოთ ცემა ჩვენებს. მაგ შემთხვევაში თქვენ მიიღებთ პასუხს. ჩვენ არ მოვალთ იქ იარაღით, მოვალთ შიშველი ხელებით და ქამრებით, მაგრამ გარდა ამისა, გვექნება კომბალი. კომბლე ჯიგარია, რადგან არაფერი უნდა, არც პოლიტიკაში ჩარევა, არც დიდება და ფული უნდა. სხვენში უდევს ის კომბალი, მაგრამ როდესაც მგელი უმანკო კრავს დაესხმება თავს, ჩამოიღებს კომბალს, გააფრთხობინებს სულს მგელს და გამოაშვებინებს კრავს. ამიტომ, ერთ ცოდვაში გამოგიტყდებით, ოღონდ გევედრებით, ეს კომბალი არ მოხვდეს არც ერთ გარყვნილ ადამიანს, არც ერთ ქათამს, არც ერთ არასამთავრობოს და არც პოლიციელს, თუ ისინი ჩვენ ცემას არ დაგვიწყებენ. თუ შეგვდგებიან, თავს არ გავალახინებთ, გამორიცხულია. თქვენ მიიღებთ მსოფლიოში პირველ კომბლების რევოლუციას, რომელიც ჩვენ არ გვინდა. პირადად მე ჯვარი, რომელიც მაჩუქა ერთმა სულიერმა მამამ და გამოთალა ერთმა განდეგილმა ბერმა, ამ ჯვრით მოვალ”
ამის შესახებ ბიზნესმენმა ლევან ვასაძემ ვერის ბაღში განაცხადა, სადაც მისი ორგანიზებით, „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგოდ შეხვედრა გაიმართა;