aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კობახიძე – ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, იყო შუაში ჩადგომა და მძაფრი დაპირისპირების პრევენცია

“როდესაც მოქალაქეთა ორი ჯგუფი და საკმაოდ მრავალრიცხოვანი ჯგუფი უპირისპირდება ერთმანეთს, ასეთ დროს სახელმწიფოს შეუძლია მხოლოდ ერთადერთი როლის შესრულება, ეს არის როლი, რასაც ჰქვია შუაში ჩადგომა და მხარეების დაცვა აგრესიისგან და სწორედ ეს მოხდა გუშინ. მადლობა უნდა გადავუხადო თითოეულ პოლიციელს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, მინისტრს, რომლებმაც ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ამ პროცესში და ვითარების განმუხტვაში. ასე იმოქმედა სახელმწიფომ.ბუნებრივია, შეიძლება ხელისუფლების წარმომადგენლებს ჰქონდეთ საკუთარი პოზიცია ერთი მოსაზრების მიმართ, მეორე მოსაზრების მიმართ, მაგრამ, ხელისუფლებას არ აქვს მოსაზრებების შეფასების უფლება, ვიდრე ისინი ჯდება კანონის ჩარჩოებში. აქედან გამომდინარე, ერთადერთი საშუალება, რაც ჰქონდა ხელისუფლებას, იყო შუაში ჩადგომა, აგრესიის პრევენცია და დაპირისპირების, მძაფრი დაპირისპირების პრევენცია და ზუსტად ეს მოხდა გუშინ”

aviabiletebi
ავიაბილეთები

პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის ადმინისტრაციის წინ გუშინ არსებულ დაპირისპირებას აფასებს;

იტვირთბა....