სასტუმრო “კასტელო მარე” რუსეთის დროშასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:
“რუსეთის დროშასთან დაკავშირებით გვინდა გაცნობოთ,რომ ეს არ არის პოლიტიკური შინაარსის, ეს არის სტუმრის პატივისცემა მხოლოდ და მხოლოდ და სხვა არაფერი.
ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთი ოკუპანტია და არცერთ შემთხვევაში არ ვიზიარებთ სხვა პოზიციას!!
აქვე აღვნიშნავთ, რომ დროშა ჩამოხსნილია.
თქვენდამი ღრმა პატივისცემით,
სასტუმროს ადმინისტრაცია”, – ნათქვამია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ ბათუმში სასტუმრო “კასტელო მარეზე” რუსეთის დროშა ეკიდა. სასტუმროს წარმომადგენლის განცხადებით, სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო რუსეთის დროშის დაკიდება.