ბათუმში სასტუმრო “კასტელო მარეზე” რუსეთის დროშა ეკიდა. სასტუმროს წარმომადგენლის განცხადებით, სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, აუცილებელი იყო რუსეთის დროშის დაკიდება. ინფორმაციას “TV 25” ავრცელებს.
“ჩვენი სასტუმროს პოლიტიკიდან გამომდინარე, თუ კი სასტუმროში 45%-ზე მეტი ეროვნების ადამიანი ისვენებს, მისი დროშა აუცილებელია იყოს. აქ თქვენ ნახავთ ავსტრიას, საქართველოს, აჭარასა და “კასტელო მარეს”. მოსკოვიდან ჩამოსულია ჯგუფი და აქვთ სხვადასხვა თემაზე კონფერენცია. ჩვენი პოლიტიკიდან გამომდინარე, ვალდებული ვართ დროშა დავკიდოთ. ჯგუფი გადის ცოტა ხანში და დროშაც ჩამოიხსნება”, – განაცხადა წარმომადგენელმა.
ამ მომენტისთვის დროშა ჩამოხსნილია.