aviabiletebi
ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

მთავარია, გვახსოვდეს ივლიტა და ყველა დაღუპული ადამიანის ხსოვნა იყო ჩვენს გულებში – 13 ივნისს გარდაცვლილის მამა

aviabiletebi
ავიაბილეთები

ძნელია გახსენება. ეს იყო შემზარავი დღე არამარტო ჩემი ოჯახისთვის, არამედ მთელი ქვეყნისთვის. მახსოვს, როგორ მდგომარეობაში იყო ქალაქი. განსაკუთრებით მახსოვს ტრაგედიის შემდეგ როგორი ერთსულოვნება იყო ხალხში, ასეთი ერთსულოვნება ჩვენ 9 აპრილის შემდეგ არ გვინახავს, – ამის შესახებ სტიქიისას დაღუპული ივლიტა ჯიბუტის მამამ, დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

დეკანოზის განცხადებით, შექმნეს ივლიტას სახელობის ფონდი, რომელიც სხვადასხვა კულტურულ და საგანმანათლებლო ღონისძიებებს აწარმოებს, ეხმარება სხვა სკოლის მოსწავლეებს, ასევე ივლიტას სახელობის ბიბლიოთეკას.

გუშინ გადავეცით ივლიტას სახელობის ჯილდოები ილიას სახელობის სტუდენტებს. თბილისი მერს შარშან ვთხოვეთ ჯვრისა და სკამების გაკეთება, გაკეთებულია. ეს ადგილი რთულია ფეხით მოსიარულეთათვის, რადგან ყველგან ბორდიურებია, ამიტომ ვთხოვე მას გზიდან ჩამოსასვლელი რამდენიმესაფეხურიანი კიბის დამონტაჟება, ადვილად რომ მოვხვდეთ ამ ადგილზე. ყოველთვის მოვდივართ და ყვავილები მოგვაქვს. იცით, რომ ორი ადამიანი ჯერ კიდევ არ არის ნაპოვნი და მათი მშობლები ამბობენ, რომ მათი შვილების საფლავი აქ არის“, – განაცხადა დეკანოზმა გიორგი ჯიბუტმა.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები.

იტვირთბა....