ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

2015 წლის 13 ივნისის ტრაგედიიდან 4 წელი გავიდა

2015 წლის 13 ივნისს მდინარე ვერეს ადიდების შედეგად, გარდაიცვალა 21 და უგზო-უკვლოდ დაიკარგა 2 ადამიანი. განადგურდა და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები, გზები, ხიდები.

სტიქიას ვერც ცხოველები გადაურჩნენ – დაიღუპა ზოოპარკის არაერთი ბინადარი.

13 ივნისს მერიის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, სტიქიის შემდეგ აღდგენითი სამუშაოები 40 მილიონ ლარზე მეტი დაჯდა.

ათასობით მოქალაქე ტრაგედიამ გააერთიანა, ისინი ქუჩაში გამოვიდნენ და ცარიელი ხელებით ებრძოდნენ სტიქიის შედეგებს.

იტვირთბა....