“მომღერალი ზურა ხაჩიძე როგორ დანიშნესო, ისე ვიჭაჭებით, ვითომ სხვა და ბევრად მნიშვნელოვან პოსტებზე აბსოლუტურად სტერილურ იდიოტებს არ ვიტანდეთ მთელი ერი. თან, რო ვერც მღერიან, ისეთებს.
p.s. პრემიერი რო შემოულაწუნე ბახტაძე გყავს და რაცხა გუბერნატორის მოადგილის პოსტზე მომღერლის დანიშვნას რო აპროტესტებ. რა სიდიადეა”
“რუსთავი 2-ის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ მომღერალი ზურა ხაჩიძე, სამცხე–ჯავახეთში სამხარეო რწმუნებულის მოადგილედ დაინიშნა.