არჩევნები ახალი ამბები მთავარი

კახაძე – პირველი და გადაუდებელი, ეს არის ისტორიული სახლების გამაგრებისა და რეაბილიტაციის თემა

არჩევნებმა მშვიდად ჩაიარა. პირველ და მეორე ტურშიც მოსახლეობასთან წინასააარჩევნო შეხვედრები იყო ძალიან სასარგებლო. ის რესურსი და ის რეზერვი, რომელიც მართლა არის, ჩვენგან გამოხმაურებას ელოდება. მთაწმინდელებს, სოლოლაკელებს, ვერელებს, თითოეულ მათგანს მადლობას ვეუბნები ჯერ შეხვედრების დროს ურთიერთობის ფორმებისათვის და მერე კიდევ არჩევნებზე მხარდაჭერისათვის. განსაკუთრბეულ მადლობას ვეუბნებბი იმ ადამიანებს, რომლებიც ერთ გუნდად დაირაზმნენ ჩემს გარშემო. რაც შეეხება დარღვევებს, ყველა არჩევნებს ახლავს დარღვევები, – ამის შესახებ “მეტრონომს” მმართველი გუნდის კანდიდატმა მთაწმინდის შუალედურ არჩევნებზე ლადო კახაძემ არჩევნების თემის კომენტირებისას განაცხადა.

კახაძის განცხადებით, არჩევნებზე არებულ დარღვევებზე შესაბამისმა ორგანოებმა უნდა მოახდინონ რეაგირება და მათ უნდა შეაფასონ ეს ქმედებები.

“რაც შეეხება პარლამენტში ჩემს პირველ ნაბიჯს, ჯერ ადაპტაცია უნდა მოვახდინო მიმდინარე ციკლში და იმ პროცესებში, რასაც პარლამენტი განიხილავს, ეს არის საკანონმდებლო საქმიანობა. მეორე არის ის ინიციატივები, რომლებიც მე დამავალა მოსახლეობამ და შემიყვანა პარლამენტში. პირველი და გადაუდებელი, ეს არის ისტორიული სახლების გამაგრებისა და რეაბილიტაციის თემა. უნდა დავიწყოთ მთაწმინდაზე და მთელ თბილისში მივყვეთ – ამან ნორმატიული სახე უნდა მიიღოს.

ერთი რამ მინდა განვაცხადო, საარჩევნო დარღვევები არის იმ ადამიანების კომპეტენცია, ვინც სათანადო რეაგირება უნდა მოახდინოს ამაზე. მე როგორც ამომრჩეველს, მსურს ყოველი ასეთი შემთხვევის ანალიზი მოხდეს და კანონიერი რეაგირება მოყვეს ამ ყოველივეს”, – განაცხადა კახაძემ.

შეგახსნებთ, რომ ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების დათვლა დაასრულა. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გახდა. 

 

იტვირთბა....