ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ ბიულეტენების დათვლა დაასრულა. მთაწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი ქართული ოცნების კანდიდატი ლადო კახაძე გახდა. მან ხმების 61.83 % (10 738 ამომრჩეველი) მიიღო, ხოლო „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა შალვა შავგულიძემ 38.17 (6630 ხმა) პროცენტი.
შედეგები ბრიფინგზე ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ გამოაცხადა.