“მე რასაც ყურადღება მივაქციე ეს იყო მკვახე განცხადება, რომელიც გააკეთა ყოფილმა პრეზიდენტმა აშკარა მხარდაჭერით ერთ-ერთი კანდიდატის მიმართ და არა კეთილგანწყობით ამ კანდიდატის მიმართ, არამედ ძალიან უხეში თავდასხმით ოპონენტ მხარეზე და მე ვფიქრობ, რომ ეს არ შეესაბამება არც სტატუსს ამ პიროვნების. გარკვეული ჯელტმენური შეთანხმებაც არსებობს, რომ ასეთი აშკარა მხარდამჭერი განცხადება არ იყოს გაკეთებული”
ასე ეხმაურება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი გია ვოლსკი დღეს გამართულ ბრიფინგზე ექს-პრეზიდენტის მარგველაშვილის განცხადებას, რომელიც ამ უკანასკნელმა მთაწმინდის ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა;