არჩევნები ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი – მას უნდა ქონდეს პოლიტიკაში მომავალი, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ პოლიტიკაში გვეყოლებიან თოჯინები

„ხმა მივეცი ადამიანს, რომელიც ბრძოლის ველზე იარაღით გვიცავდა მტრისგან, სასამართლო დარბაზებში იცავდა მოქალაქეებს და მათ ინტერესებს, როდესაც ისინი ილახებოდა. მე ხმა მივეცი იმას, რომ ასეთი ადამიანები უნდა იყვნენ გამორჩეული და დაფასებული, მათ უნდა ჰქონდეთ მომავალი პოლიტიკაში, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა მთაწმინდის საარჩევნო ოლქში ხმის მიცემის შემდეგ განაცხადა.

გიორგი მარგველაშვილის თქმით, იმედი აქვს, რომ დღეს მთაწმინდელები თავის პოზიციას დააფიქსირებენ.

მაქვს იმედი, რომ მთაწმინდის მოსახლეობა პასუხს გასცემს იმ ძალიან ბინძურ კამპანიას, რომელიც ერთ-ერთი ჩვენგანის, ჩვენი თანამებძროლის, მართლა გამორჩეული ადამიანის წინააღმდეგ იქნა ნაწარმოები. არ შეიძლება, საზოგადოებამ მოითმინოს, როდესაც იმ ადამიანს, ვინც შენთვის იბრძოდა წლების განმავლობაში, ასე ცდილობდნენ, შეურაცხყოფა მიაყენონ. მას კი არ აყენებდნენ შეურაცხყოფას, ჩვენ გვაყენებდნენ იმის განცდით, რომ ჩვენ ყველაფერს დავიჯერებთ და გადავყლაპავთ. მჯერა, რომ მთაწმინდელები თავის პოზიციას დააფიქსირებენ“, – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისში, N1 მთაწმინდის მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში დღეს საქართველოს პარლამენტის 2019 წლის 19 მაისის შუალედური არჩევნების მეორე ტური იმართება.

იტვირთბა....