ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„სამწუხაროა იმის ხილვა, რომ საქართველო, რომელიც ერთ დროს სამხრეთ კავკასიის დემოკრატიის შუქურა იყო, იხრება ავტორიტარიზმისკენ“ – ჩეხეთის საელჩო

სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო განცხადებას ავრცელებს.

ის „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, მზია ამაღლობელის პატიმრობის საქმესა და საქართველოში არსებულ ზოგად მედიაგარემოს ეხება.

„ჩე­ხე­თის რეს­პუბ­ლი­კის სა­ელ­ჩო სა­ქარ­თვე­ლო­ში, დიდი ბრი­ტა­ნე­თი­სა და ევ­რო­კავ­ში­რის წევ­რი ქვეყ­ნე­ბის სა­ელ­ჩო­ებ­თან ერ­თად, გა­ნაგ­რძობს ჟურ­ნა­ლისტ მზია ამაღ­ლო­ბე­ლის სა­სა­მარ­თლო სხდო­მე­ბის მო­ნი­ტო­რინგს ბა­თუ­მის სა­ქა­ლა­ქო სა­სა­მარ­თლო­ში. და­მო­უ­კი­დე­ბელ, თა­ვი­სუ­ფალ და პლუ­რა­ლის­ტურ მე­დი­ას კრი­ტი­კუ­ლი როლი აქვს მო­სახ­ლე­ო­ბის­თვის სან­დო სი­ახ­ლე­ე­ბი­სა და ინ­ფორ­მა­ცი­ის მი­წო­დე­ბა­ში, სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი დე­ბა­ტე­ბის ხელ­შე­წყო­ბა­სა და კარ­გად ინ­ფორ­მი­რე­ბუ­ლი და აქ­ტი­უ­რი მო­ქა­ლა­ქე­ე­ბის ჩა­მო­ყა­ლი­ბე­ბა­ში. მე­დია, რო­გორც მა­კონ­ტრო­ლე­ბე­ლი, კრი­ტი­კუ­ლად აკ­ვირ­დე­ბა ძა­ლა­უფ­ლე­ბის მქო­ნე პი­რებს, იძი­ებს და აშუ­ქებს სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­კი­თხებს, რი­თაც ხელს უწყობს დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი პრო­ცე­სე­ბი­სა და ინ­სტი­ტუ­ტე­ბის გაძ­ლი­ე­რე­ბას.

და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი, თა­ვი­სუ­ფა­ლი და პლუ­რა­ლის­ტუ­რი მე­დია დე­მოკ­რა­ტი­ის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი საყ­რდე­ნი და მდგრა­დი გან­ვი­თა­რე­ბის ხელ­შემ­წყო­ბია. სამ­წუ­ხა­როა იმის ხილ­ვა, რომ სა­ქარ­თვე­ლო, რო­მე­ლიც ერთ დროს სამ­ხრეთ კავ­კა­სი­ის დე­მოკ­რა­ტი­ის შუ­ქუ­რა იყო, იხ­რე­ბა ავ­ტო­რი­ტა­რიზ­მის­კენ – ძირი ეთხრე­ბა მე­დი­ის თა­ვი­სუფ­ლე­ბის დაც­ვის კა­ნო­ნებს, კვლავ და­უს­ჯე­ლი რჩე­ბა ჟურ­ნა­ლის­ტე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ მი­მარ­თუ­ლი ფი­ზი­კუ­რი და ციფ­რუ­ლი არ­ხე­ბით თავ­დას­ხმე­ბი და ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი­სა და მე­დია სა­შუ­ა­ლე­ბე­ბის შე­ვიწ­რო­ე­ბის მიზ­ნით, იზ­რდე­ბა სა­სა­მარ­თლო­სა და სა­მარ­თლებ­რი­ვი სის­ტე­მის გა­მო­ყე­ნე­ბა“, – აღ­ნიშ­ნუ­ლია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იტვირთბა....