“მოლდოვაში ოლიგარქიული მმართველობა დაემხო. შეიქმნა ახალი მთავრობა, რომელსაც ვერ გააკონტროლებს პლახოტნიუკი, იქაური ივანიშვილი.
“მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ გუშინ არალეგიტიმურად ცნო დემოკრატიული გზით არჩეული მთავრობა და მოითხოვა ახალი არჩევნები.
აი, რატომ უნდა ივანიშვილს პირადი ადვოკატი თადუმაძე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარედ და მურუსიძე-ჩინჩალაძის მორჩილი კლანი მის წევრებად, აი რატომ უნდა საკონსტიტუციო სასამართლოში ისინი, ვინც იქ ივანიშვილმა დასვა.
კარგი ჭკუისსასწავლია ის, რაც ახლა მოლდოვაში ხდება. იმედია, ხალხი არ შეარჩენს ოლიგარქს ”სახელმწიფოს ხელში ჩაგდებას” და მიუჩენს მას თავის ადგილს.
სწორედ ამ დასახელებით მიიღო მოლდოვის პარლამენტმა რეზოლუცია. ( ”სახელმწიფოს მიტაცების შესახებ”)”
“ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი პაველ ფილიპი პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლად დანიშნა. როგორც სასამართლოში განაცხადეს, პაველ ფილიპმა უნდა დაითხოვოს პარლამენტი და ვადამდელი არჩევნები დანიშნოს.
8 ივნისს პარლამენტის საგანგებო სხდომაზე მოლდოვის პრეზიდენტ იგორ დოდონის პრორუსული „სოციალისტური პარტია“ და მემარცხენე პროევროპული ბლოკი, კოალიციის ჩამოყალიბებაზე შეთანხმდნენ. მათ დროებითი მთავრობა შექმნეს. თუმცა, დეპუტატების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს არალეგიტიმურად მიიჩნევს მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლო, რადგან, როგორც სასამართლოს ვებგვერდზეა აღნიშნული, კოალიციის ფორმირების ვადა 7 ივნისს ამოიწურა.