ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

ელენე ხოშტარია – მივაღწიეთ შეთანხმებას… ყველა უნდა შეეჩვიოს, რომ ცესკო ასრულებს კანონს

“მივაღწიეთ შეთანხმებას, ინსტრუქციას გასცემს ცესკო, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და მერე პლანშეტით, თუ იქნება ეჭვი, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, ელენე ხოშტარიამ ცესკო-ს თავმჯდომარესთან, თამარ ჟვანიასთან შეხვედრის დასრულების შემდგომ განაცხადა.

მისი თქმით, ყველა უნდა შეეჩვიოს, ყველა მთავრობის პირობებში, რომ ცესკო ასრულებს კანონს.

„გაუგებარია საერთოდ, რატომ დასჭირდა ცესკო-ს თავმჯდომარესთან შეხვედრა იმ ელემენტარულ რამეს, რომ ყველა ადამიანი იყოს გადამოწმებული, არის თუ არა სიაში ამ უბანზე. გაუგებარია აქ ბარიერები რატომ შეგვიქმნეს. ჩემი აზრით, უსაგნო კამათის შემდეგ, რომელიც კანონით უკვე რეგულირდება, მივაღწიეთ შეთანხმებას და ინსტრუქციას გასცემს ცესკო, რომ ყველა ადამიანი გადამოწმდეს კედლის სიით და მერე პლანშეტით, თუ იქნება ეჭვი. წარმოუდგენელია, რომ ამას სჭირდებოდეს ნახევარი დღე და ცესკო-სთან მოსვლა და კიდევ რაღაც ბარიერების გადალახვა. ეს არის კანონი და ყველა უნდა შეეჩვიოს ყველა მთავრობის პირობებში, რომ ცესკო ასრულებს კანონს და არა რაღაც პარტიულ ინსტრუქციებს”,- განაცხადა ხოშტარიამ.

„ევროპული საქართველოს“ წევრი ელენე ხოშტარია ნინო გოგუაძესთან ერთად ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარესთან შეხვედრას დილიდან ითხოვდა.

იტვირთბა....