ახალი ამბები ეკონომიკა მთავარი მსოფლიო

ვიწვევთ ამერიკელ მეწარმეებს, ისარგებლონ იმ შესაძლებლობებით, რომელსაც მათ საქართველო სთავაზობს – ბახტაძე

ჩვენი მდებარეობის წყალობით, ჩვენი უშუალო რეგიონული ბაზარი მოიცავს 500 მილიონ ადამიანს. ამერიკულ ბიზნესებს ჩვენ ვთავაზობთ უნიკალურ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან გასასვლელს ევროპის და აზიის ბაზრებზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ სიეტლის მსოფლიო ურთიერთობათა საბჭოში  სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბახტაძის განცხადებით, საქართველოს აქვს ყველაზე ღია ეკონომიკა მსოფლიოში.

საქართველო ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყნის კარიბჭეა ევროპაში. ეს არის მსოფლიოში ყველაზე მზარდი სამომხმარებლო ბაზარი. ამ რეგიონში თავმოყრილი მსოფლიოს ყველა მინერალური რესურსის 18%. ჩვენი სტრატეგია მდგომარეობს ამ ქვეყნების დახმარებაში, სრულად გამოიყენონ ეკონომიკური პოტენციალი. ჩვენ მნიშვნელოვან ინვესტიციებს ვახორციელებთ ჩვენს ინფრასტრუქტურაში. სწორედ ამიტომაც ვაშენებთ ღრმაწყლოვან პორტს საქართველოში”, – განაცხადა პრემიერმინისტრმა.

იტვირთბა....