“დღეს სხდომა ჩემ მიმართ პირადი შეურაცხყოფების ფონზე მიდიოდა.
რატომ?
იმიტომ რომ 2 უმნიშვნელოვანესი მოთხოვნა მქონდა, რაც მათთვის ანუ ე.წ. “კლანისთვის” მიუღებელი აღმოჩნდა.
მოსამართლე თამარ ონიანი მოსამარღლე სერგო მეთოფიშვილის ლექსიკონით ალაპარაკდა, ესეც იმიტომ, რომ მისი მაზლი მონაწილეობს კონკურსში, მიუხედავად ამისა მან თვითაცილებაზე უარი თქვა, მიუხედავად ჩემი მოწოდებისა.
არაფერი აღარ მიკვირს, რაც მოსალოდნელი იყო ის მოხდა”
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი; სოციალური ქსელი;
შეგახსენებთ, რომ იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 7 ივნისის სხდომაზე 144 განმცხადებლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ერთხმად დაარეგისტრირა 139 პირი.