ახალი ამბები მთავარი სამართალი

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მოსამართლეობის კანდიდატად 144-დან 139 პირი დაარეგისტრირა – მათ შორის მიქაუტაძე

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 7 ივნისის სხდომაზე 144 განმცხადებლიდან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატად ერთხმად დაარეგისტრირა 139 პირი.

დარეგისტრირებულ პირთა შორის არიან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე, გენერალური პროკურორი შალვა თადუმაძე და ზურაბ აზნაურაშვილი.

აზნაურაშვილი მოსამართლე თამარ ონიანის მაზლია. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრები ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე სწორედ ამიტომ ითხოვდნენ, რომ თამარ ონიანს მონაწილეობა საერთოდ არ მიეღო პროცესში.

გარდა ამისა, აცხადებენ, რომ გიორგი მიქაუტაძე ვერ აკმაყოფილებს საკვალიფიკაციო მოთხოვნას, რადგან 3 რეკომენდატორი არ ჰყავს.

მოსამართლეობის კანდიდატობაზე უარი უთხრეს მამუკა ეგუტიძეს, ლევან კოკორაშვილს, ნუგზარ სარიას, ალუდა ღუდუშაურსა და მერაბ ქავთარაძეს.

იტვირთბა....