კასპში მომხდარი მკვლელობის მოტივზე ადგილობრივები საუბრობენ. როგორც სოფელ ხიდისყურში მაცხოვრებელები ყვებიან, თავდასხმის მიზეზი შესაძლოა შურისძიება იყოს, რადგან ოჯახებს ხშირად ჰქონდათ ხოლმე დაპირიპირებები.
დანაშაულის ადგილზე ფიგურირებს ორი ტიპის იარაღი – ცეცხლსასროლი და სანადირო. სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილი უკვე დააკავეს.
შეგახსენებთ, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში კაცი მოკლეს. ინფორმაცია შსს-ში “მეტრონომს” დაუდასტურეს. კაცი გარდაცვლილი ეზოში ნახეს, იქვე იყო მისი ცოლიც, რომელსაც თავის არეში ჰქონდა დაზიანება მიყენებული.