კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისყურში კაცი მოკლეს. ინფორმაცია შსს-ში “მეტრონომს” დაუდასტურეს. კაცი გარდაცვლილი ეზოში ნახეს, იქვე იყო მისი ცოლიც, რომელსაც თავის არეში ქონდა დაზიანება მიყენებული.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, დანაშაულის ჩამდენი იდენტიფიცირებულია. გამოძიება განზრახ მკვლელობისა და დამამძიმებელ გარემოებაში ორი ან მეტი პირის მიმართ ჩადენილ განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტებზე, საქართველოს სსკ-ს 108-ე და 19-109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით, ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.