“ვიცი, ძნელი დასაჯებელია ამდენი პროპაგანდის შემდეგ, რომ მიხეილ კალანდია თითქოს მკვლელი იყო. საზოგადოებისთვის ძნელი დასაჯერებელი იქნება ეს ყველაფერი, მაგრამ დღეს, დავდექით იმ სურათის წინაშე, რომ რეალურად საქართველოში სამართლის კოლაფსია. ჩამოინგრა”, – ამის შესახებ მიხეილ კალანდიას ძმამ ლუკა კალანდიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
კალანდიას განცხადებით<
“თვითონ საქმის მასალებიდან, მტკიცებულებებიდან გამომდინარე, რაც ამდენი ხნის განმავლობაში, წლიწადნახევრის განმავლობაში თვითონ, უწყების წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ მიხეილ კალანდია უდანაშაულო იყო. არაფერი დამატებითი მასალა არ არის, ან რაიმე მტკიცებულებაა აღმოჩენილი. ჩვეულებრივად, უბრალოდ არის მოსამართლის განჩინება, არის ორი ბრალდებულის ჩვენება, რომელიც, ჩემი აზრით და ზოგადად, სამართლისთვის არა სანდოდ უნდა იყოს მიჩნეული იმიტომ, რომ ბრალდებულები არიან და არის ორი ირიბი მოწმეს ჩვენება, რომელებიც არაზუსტად ასახელებენ რა ეჭირა მიხეილ კალანდიას ხელში”. – ასე უპასუხა ლუკა კალანდიამ ჟურნალისტის კითხვას, თუ როგორ აპირებენ მიხეილ კალანდიას უდანაშაულობის დამტკიცებას.
შეგახსენებთ, რომ ხორავას ქუჩის საქმეზე მიხეილ კალანდია დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, კალანდიას ბრალი დავით სარალიძის ჯგუფურად, დამამძიმებელ გარემოებაში მკვლელობაში ედება.
2017 წლის 1 დეკემბერს თბილისის ცენტრში, ვერაზე ორი არასრულწლოვანი დავით სარალიძე და ლევან დადუნაშვილი დაჭრეს. ერთი მოზარდი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მეორე – მრავლობითი დაზიანებებით საავადმყოფოში მოთავსებიდან მეორე დღეს, 2 დეკემბერს გარდაიცვალა.