ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ახალგაზრდა კაცის გარდაცვალებაში ოჯახი ექიმებს ადანაშაულებს

გორის სამხედრო ჰოსპიტალში გარდაცვლილი 31 წლის ლევან ჯიოშვილის ახლობლები მისი გარდაცვალების მიზეზების შესახებ ექიმებისგან პასუხს ითხოვენ. მათი თქმით, 2 დღის წინ მან მხარის ტკივილით სამედიცინო დაწესებულებას მიმართა, დამნარების გაწევის შემდეგ მას თბილისში გადაყვანას სთავაზობდნენ. დღეს კი ის ჰოსპიტალში გარდაიცვალა.

ახლობლები ექიმებს დიაგნოზის არასწორად დასმასა და არასწორ მკურნალობაში ადანაშაულებენ.

როგორც ჰოსპიტალის ინფექციური განყოფილების უფროსმა ნელი ჯავახიშვილმა თქვა, პაციენტი საავადმყოფოში თვითდინებით შევიდა.

“კვლევების საფუძველზე მოთავსდა თერაპიული განყოფილების ინტენსიურ ბლოკში. დიაგნოზი იყო მწვავე პნევმონია, მარჯვენა ფილტვის ზედა წილის ტუბერკულომა და საეჭვო სასუნთქი სისტემის ტუბერკულოზი. დაენიშნა მკურნალობა, მდგომარეობა იყო სტაბილური, დღეს დაკარგა გონება. დაუყონებლივ ჩატარდა რეანიმაციული ღონისძიებები, თუმცა უშედეგო აღმოჩნდა და 17:30-ზე დაფიქსირდა სიკვდილი.

ამჟამად უტარდება სამედიცინო ექსპერტიზა და პასუხი მერე გახდება ცნობილი. შეთანხმებული გვქონდა ტუბერკულოზის ეროვნულ ცენტრთან, რომ ხვალ გადაიყვანდნენ ფილტვის დაავადებათა ეროვნულ ცენტრში, თუმცა სამწუხაროდ ის მანამდე გარდაიცვალა. პაციენტმა დღეს თვითნებურად დატოვა პალატა, რაც სასტიკად აკრძალულია. როდესაც ადამიანი ავადაა გართულების მიზეზი ბევრი რამ შეიძლება გახდეს”, – თქვა ნელი ჯავახიშვილმა.

ცხედარი სამხარაულის ბიუროში ექსპერტიზაზე გადაასვენეს.

წყარო: “იმედი”

იტვირთბა....