ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

“მას შემდეგ ზაზა სარალიძის მხარდაჭერა მე არ მქონია” – მაჩალიკაშვილი

როდესაც პატრიარქს მეორედ შეახვედრეს ყველაფერს მივხვდი და ვიცოდი, ეს შედეგი დადგებოდა, – ამის შესახებ მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა Prime Time-თან ისაუბრა.

მაჩალიკაშვილის თქმით, გარკვეული დროის, 6 თვის მანძილზე,  ის და ზაზა სარალიძე ერთობლივად იბრძოდნენ საერთო ინტერესებისთვის, თუმცა მას შემდგეგ, რაც სარალიძე საპატრირქოში ორჯერ დაიბარეს, მაჩალიკაშვილმა მისგან მხარდაჭერა დაკარგა.

“მე და ზაზამ ვიბრძოლეთ, ამას მთელი ქვეყანა ხედავდა,10 თვე ხდება, რაც მე უკვე ვბრძვი მარტო, ამას მივხვდი მას შემდეგ, რაც იგი საპატრიარქოში დაიბარეს, უკვე მეორედ” – განაცხადა მაჩალიკაშვილმა და დასძინა, რომ სარალიძესთან არანაირი უთანხმოება არ ჰქონია – “მიხარია, რომ ზაზა კმაყოფილია, არანაირი წყენა ჩემსა და ზაზას შორის არ ყოფილა”

 

იტვირთბა....